
(მეტი…)
დნმ-ის დღე პირველად 2003 წლის 25 აპრილს აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ განცხადებები გაავრცელეს. 2003 წლიდან მოყოლებული, დნმ-ის დღის აღნიშვნა ადამიანის გენომის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ დნმ-ის დღესთან დაკავშირებით, 27 აპრილის დილის 9 საათამდე (თბილისის დროით) გენეტიკური ტესტირების კომპანია Family Tree DNA კლიენტებს ფასდაკლებებს სთავაზობს საკუთარ ტესტებზე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
Y-DNA ჰაპლოჯგუფების განყოფილებას დაემატა სტატია ჰაპლოჯგუფ J1 შესახებ => http://geodna.ge/y-dna/j1/
ტესტი | ჩვეულებრივი ფასი | ფასი ფასდაკლებით |
Family Finder | $99 | $79 |
mtFull Seq | $199 | $149 |
Y37 | $169 | $129 |
Y67 | $268 | $199 |
Y111 | $359 | $289 |
BigY | $575 | $460 |
SNP Packs | $119 | $109 |
კომპანიის განცხადებით, Upgrade-ებზე ფასდაკლებები ივნისში იქნება.
ტეტსის შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენი საიტის შესაბამის განყოფილებას.
უკანასკნელ პერიოდში, ქართული მედიის თუ ინტერნეტ ფორუმების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი, ტუტანხამონი კავკასიური წარმოშობის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დადასტურდა დნმ კვლევის შედეგად, რომელიც „შვეიცარელმა მეცნიერებმა“ ჩაატარეს. კეთდება შორსმიმავალი დასკვნები, ფარაონის ქართველობის, ძველი ეგვიპტის ე.წ. „იბერიულ ცივილიზაციისადმი“ კუთვნილების შესახებ. რა დგას რეალურად ამ ინფორმაციის უკან და რომელ ცნობებს ეყრდნობიან ჟურნალისტები?
ტუტანხამონის მუმიის გენეტიკური კვლევა, რომლის შედეგები 2010 წლის 17 თებერვალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ იქნა ჩატარებული, რომელსაც ეგვიპტის სიძველეების საკითხების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, ცნობილი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი, ზაჰი ჰავასი ხელმძღვანელობდა. ტუტანხამონის გარდა, გენეტიკური კვლევა კიდევ 15 მუმიას ჩაუტარდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 16 მუმიას შორის ნათესაური კავშირების დადგენა და იმ დაავადებებისა და პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა მათი სიკვდილი გამოიწვია. კვლევაში საერთოდ არ არის ნახსენები ტუტანხამონის ან სხვა მუმიების გენეტიკური წარმომავლობა. ამაში დარწმუნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კვლევა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის ვებ–გვერდზე. მაშ, საიდან გავრცელდა ინფორმაცია ტუტანხამონის წარმომავლობისა და მისი Y დნმ ჰაპლოჯგუფის შესახებ?