ჩვენს შესახებ

ქართული დნმ პროექტი 2011 წლის 22 ნოემბერს, გენეტიკური ტესტირების უმსხვილესი კომპანიის, Family Tree DNA-ს ბაზაზე შეიქმნა. პროექტის ადმინისტრატორები ჯემალ გოგიტიძე, კახი სახლთხუციშვილი და ირაკლი ახვლედიანი არიან.

ქართული პროექტის ჩამოყალიბებმდე, კახი სახლთხუციშვილი ხელმძღვანელობდა მის მიერ შექმნილ კავკასიურ პროექტს, სადაც თავმოყრილი იყო ქართველების და კავკასიის სხვა ხალხების იმ პერიოდისთვის არსებული ინდივიდუალური ტესტირების შედეგები.

ქართული დნმ პროექტის თავდაპირველი მიზანი Family Tree DNA-ში გატესტილი ყველა ქართველის მონაცემების ერთ პროექტში თავმოყრა და საქართველოში გენეტიკური ტესტირების პოპულარიზაცია გახლდათ. ამ მიზნით, სოციალურ ქსელში Facebook შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით “ქართველების გენეტიკური წარმომავლობა”, რომელიც 15 000 მეტ წევრს ითვლის და სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება ახალი ინფორმაცია გენეტიკური კვლევების და ინდივიდუალური ტესტირების შედეგების, აგრეთვე ზოგადად საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, ენათმეცნიერების შესახებ.

ქართულ დნმ პროექტში 500-ზე მეტი ადამიანის ინდივიდუალური ტესტირების  შედეგია თავმოყრილი, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტის არსებობის გარკვეულ ეტაპზე, შედგა ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც, უნივერსიტეტის ეთნოგენეტიკური პროექტის ფარგლებში შეგროვბული ანალიზების ნაწილი გაიგზავნა Family Tree DNA-ს ლაბორატორიაში, მაღალი დეტალიზაციის ტესტების ჩასატარებლად. შედეგად, ქართულ დნმ პროექტის მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქართველების გენეტიკურ  წარმომავლობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებას და გენეტიკური ტესტირების პოპულარიზაციას.

იმის მიუხედავად, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ ვართ განათლებით გენეტიკოსი, გვაქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა გენეტიკური გენეალოგიისა და პოპულაციური გენეტიკის სფეროში, რაზეც შესაბამის სამოყვარულო და სამეცნიერო წრეებში ქართული დნმ პროექტის რეპუტაციაც მოწმობს.

ჯემალ გოგიტიძე, პროექტის ადმინისტრატორი

კახი სახლთხუციშვილი, პროექტის ადმინისტრატორი

ირაკლი ახვლედიანი, პროექტის ადმინისტრატორი