დნმ-ის საერთაშორისო დღე

April 25, 2016
article-2265768-0062E74F00000258-854_634x469
დღეს მსოფლიოში დნმ-ის დღე აღინიშნება. 1953 წლის 25 აპრილს,  სამეცნიერო ჟურნალში “Nature” გამოქვეყნდა პირველი კვლევა დნმ-ის სტრუქტურასთან დაკავშირებით. მორის უილკინსისა და როზალინდ ფრანკლინის მიერ მიღებულ რენტგენოსტრუქტურულ მონაცემებსა და „ჩარგაფის წესებზე“ დაყრდნობით (რომელთა თანახმადაც, დნმ-ის თითოეულ მოლეკულაში დაცულია მკაცრი ურთიერთკავშირები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ტიპის აზოტოვანი ფუძეების რაოდენობას), ჯეიმს უოთსონმა და ფრენსის ქრიქმა დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა წარადგინეს. მოგვიანებით, უოთსონისა და ქრიქის მიერ შემოთავაზებული დნმ-ის მოდელი აღიარებულ იქნა, ხოლო მათმა ნამუშევარმა 1962 წელს ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო. 

დნმ-ის დღე ეძღვნება მის აღმოჩენასა და შესწავლას, აგრეთვე იმ სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც დნმ-ის აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი.

dnafour

დნმ-ის დღე პირველად 2003 წლის 25 აპრილს აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ განცხადებები გაავრცელეს. 2003 წლიდან მოყოლებული, დნმ-ის დღის აღნიშვნა ადამიანის გენომის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ დნმ-ის დღესთან დაკავშირებით, 27 აპრილის დილის 9 საათამდე (თბილისის დროით) გენეტიკური ტესტირების კომპანია Family Tree DNA კლიენტებს ფასდაკლებებს სთავაზობს საკუთარ ტესტებზე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარი არ არის

    Leave a Reply