როგორ შეიძლება დნმ ტესტის შეკვეთა

არსებობს მრავალი კომპანია და ლაბორატორია, რომელიც კლიენტებს გენეტიკური ტესტირების მომსახურებას სთავაზობს. უმეტესობა ფოკუსირებულია სამედიცინო ან სამართლებრივ (მამობის დადგენა და ა.შ.) მიმართულებებზე, თუმცა არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელთა მთავარი მიმართულება მომხმარებლებისთვის მათი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ამათგან ყველაზე მსხვილი და ცნობილია ამერიკული Family Tree DNA.  სწორედ Family Tree DNA-ს ბაზაზე ფუნქციონირებს ქართული დნმ პროექტი, რომელშიც 600-მდე ადამიანის ინდივიდუალური ტესტირების მონაცემებია თავმოყრილი.

Family Tree DNA-ში ტესტის შეკვეთა მარტივია და არ განსხვავდება ტიპიური ინტერნეტ-მაღაზიიდან პროდუქციის შეკვეთის პროცედურისგან. კომპანია მომხმარებელს წარმომავლობის დადგენის მიზნით, გენეტიკური ტესტირების სახეობების სრულ სპექტრს სთავაზობს (სხვადასხვა დეტალიზაციის Y-DNA და mtDNA ტესტები, აუტოსომური ტესტი). ქვემოთმოყვანილ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ ტესტების ფასები:

მამაკაცებისთვის, პირდაპირი მამობრივი ხაზის წარმომავლობის დასადგენად, სასურველია როგორც მინიმუმ 37 მარკერიანი (Y37) შეკვეთა. აგრეთვე, აუტოსომური ტესტი (FF – Family Finder) მოგცემთ ინფორმაციას თქვენს გენომში არსებული წინაპრული კომპონენტების შესახებ, გაიგებთ რომელ პოპულაციებთან ხართ ყველაზე ახლოს და აღმოაჩენთ ახალ ნათესავებს. ვინაიდან ქალბატონებს არ გააჩნიათ Y ქრომოსომა, შეუძლიათ გატესტონ საკუთარი მამა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილი, პირდაპირი მამობრივი ჰაპლოჯგუფის დასადგენად. ან, საკუთარი თავისთვის შეუკვეთონ mtDNA ტესტი (პირდაპირი დედობრივი ხაზის ჰაპლოჯგუფი) და აუტოსომური ტესტი (FF – Family Finder).

თქვენი დნმ ლაბორატორიაში ინახება, ამიტომ, თავდაპირველად, შესაძლოა ყველაზე მინიმალური დეტალიზაციის ტესტის გაკეთებაც (მაგ. Y-12), ხოლო შემდეგ, თქვენი პირადი პროფილიდან ნებისმიერ დროს შეძლებთ დამატებითი ტესტების შეკვეთას და დეტალიზაციის გაზრდას.

ჯგუფის ფასდაკლებით სარგებლობისთვის, ტესტის შეკვეთისას გაწევრიანდით ქართულ დნმ პროექტში ამ ბმულის მეშვეობით –  https://www.familytreedna.com/group-join.aspx?Group=Georgian_DNA

  
                                                                              სასურველი ტესტის არჩევის შემდეგ, დააჭირეთ “Order now”

          შემდეგ მენიუში აირჩიეთ სქესი (male – მამრობითი, female – მდედრობით) და დააჭირეთ (Proceed to checkout-ს)

შემდეგ მენიუში უნდა მიუთითოთ თქვენი მისამართი, სადაც მოგივათ დნმ-ის ასაღები პაკეტი და საკრედიტო ბარათის მონაცემები, რომლის მეშვეობითაც მოხდება ანგარიშსწორება. ამის შემდეგ უნდა დააჭიროთ “Accept terms and complete purchase” ღილაკს, რითაც დაასრულებთ შეკვეთის პროცესს.

თუკი საქართველოში იმყოფებით, ჩვენი რჩევაა ისარგებლოთ USA2GEORGIA ან სხვა მსგავსი კომპანიის სერვისით, და შეკვეთისას მიუთითოთ მათ მიერ მინიჭებული ამერიკული მისამართი, რომელზედაც მიიღებთ ამანათს და შეძლებთ მისი საქართველოში გამოგზანის პროცესის გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში, ამანათი დაახლოებით 2 კვირაში ჩამოგივათ საქართველოში, ხოლო პირდაპირ საქართველოს მისამართის შემთხვევაში, შესაძლოა ამას ბევრად მეტი დრო დასჭირდეს.

ამანათის სახით მიიღებთ 2 ჯაგრისს და 2 პატარა კოლბას სითხით. ჯაგრისებით უნდა მოიფხიკოთ ლოყის შიდა მხარე, ჩადოთ ისინი სითხიან კოლბებში და გაუგზავნოთ კონვერტზე მითითებულ მისამართზე ლაბორატორიას. სასურველია აგრეთვე შეავსოთ მწვანე ფურცელი, რომელიც მოყვება პაკეტს (თანხმობა თქვენი მონაცემების გასაჯაროვებაზე, რაც მოგცემთ საშუალებას იხილოთ ბაზაში არსებული თქვენი ნათესავები).

                                                              ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოინსტრუქცია:

საქართველოდან გაგზავნისას გირჩევთ ისარგებლოთ სწრაფი, დაზღვეული გზავნილის სერვისით (მაგ. FedEX).
 
ლაბორატორიის მიერ თქვენი დნმ მიღების შემდეგ დაახლოებით 1.5 – 2 თვეში გაიგებთ თქვენი ტესტირების პასუხს.

ტესტის შეკვეთისას, ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ თქვენი მომხარებლის ნომერი და პაროლი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ პირად პროფილში შესვლას, სადაც ნახავთ სრულყოფილ ინფორმაციას თქვენი ტესტირების შედეგების შესახებ.