ტუტანხამონისა და ნაპოლეონის „ქართული წარმომავლობის“ შესახებ

April 21, 2016
Gold mask of Tutankhamun and 'virtual autopsy'

უკანასკნელ პერიოდში, ქართული მედიის თუ ინტერნეტ ფორუმების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი, ტუტანხამონი კავკასიური წარმოშობის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დადასტურდა დნმ კვლევის შედეგად, რომელიც „შვეიცარელმა მეცნიერებმა“ ჩაატარეს. კეთდება შორსმიმავალი დასკვნები, ფარაონის ქართველობის, ძველი ეგვიპტის ე.წ. „იბერიულ ცივილიზაციისადმი“ კუთვნილების შესახებ. რა დგას რეალურად ამ ინფორმაციის უკან და რომელ ცნობებს ეყრდნობიან ჟურნალისტები?

ტუტანხამონის მუმიის გენეტიკური კვლევა, რომლის შედეგები 2010 წლის 17 თებერვალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ იქნა ჩატარებული, რომელსაც ეგვიპტის სიძველეების საკითხების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, ცნობილი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი, ზაჰი ჰავასი ხელმძღვანელობდა. ტუტანხამონის გარდა, გენეტიკური კვლევა კიდევ 15 მუმიას ჩაუტარდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 16 მუმიას შორის ნათესაური კავშირების დადგენა და იმ დაავადებებისა და პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა მათი სიკვდილი გამოიწვია. კვლევაში საერთოდ არ არის ნახსენები ტუტანხამონის ან სხვა მუმიების გენეტიკური წარმომავლობა. ამაში დარწმუნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კვლევა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის ვებ–გვერდზე. მაშ, საიდან გავრცელდა ინფორმაცია ტუტანხამონის წარმომავლობისა და მისი Y დნმ ჰაპლოჯგუფის შესახებ?

მუმიების კვლევისას, მეცნიერებმა, სხვა მეთოდების გარდა, Y დნმ–ის ტესტირებაც ჩაატარეს. მაგრამ მათ არ დაუდგენიათ, თუ რომელ ჰაპლოჯგუფს მიეკუთვნებოდა ტუტანხამონი. მათ დაადგინეს მისი და სხვა მუმიების ჰაპლოტიპები, ნათესაური კავშირის გამოსავლენად. ამასთან, კვლევაში წარმოდგენილია მხოლოდ მიღებული შედეგი, კონკრეტული ჰაპლოტიპები გამოქვეყნებული არ ყოფილა.

კვლევის გამოქვეყნებისთანავე, შემეცნებით არხზე Discovery გავიდა გადაცემა მის შესახებ. ერთ–ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია მეცნიერების მიერ ტუტანხამონის და სავარუდოდ მისი მამის, ეხნატონის ჰაპლოტიპების შედარება. იმავე დღეს, დნმ–ის ენთუზიასტმა მკვლევარებმა, გააკეთეს გადაცემაში ნაჩვენები კადრების სურათები და რამდენადაც ეს შესაძლებელია დაბალი ხარისხის გამოსახულების და ნაჩვენები ინფორმაციის არასრულობის გათვალისწინებით, დაადგინეს ტუტანხამონის STR ლოკუსების მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავენ სიუჟეტში ნაჩვენებ ჰაპლოტიპს.

tut
უნდა აღინიშნოს, რომ STR ლოკუსების მეშვეობით, შესაძლოა ივარაუდო, თუ რომელ ჰაპლოჯგუფს განეკუთვნება მათი მატარებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია და ჰაპლოჯგუფის განმსაზღვრელ მუტაციაზე (SNP) ტესტირების გარეშე, რაიმეს დადასტურებით მტკიცება შეუძლებელია. კომპიუტერის ეკრანიდან ამოკითხული ინფორმაციით, ნაჩვენები ჰაპლოტიპი ყველაზე მეტ მსგავსებას R1b1a2 ჰაპლოჯგუფის ე.წ. „ატლანტურ მოდალურ ჰაპლოტიპთან“ იჩენდა, რომელიც მაღალი სიხშირით არის გავრცელებული დასავლეთ ევროპის პოპულაციებში.

ბუნებრივია, ასეთმა შედეგმა დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. დნმ ენთუზიასტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გადაცემაში გასული კადრები მხოლოდ პროცესის დემონსტრაციისთვის იქნა გამოყენებული და რეალური ჰაპლოტიპი არ უჩვენებიათ. აგრეთვე, გამოითქვა საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი, რომ კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობას ევროპელი მეცნიერები იღებდნენ, მოხდა ნიმუშის დნმ–ის დაბინძურება, რამაც, შედეგად, რომელიმე მკვლევარის „ევროპული“ ჰაპლოტიპი აჩვენა. პალეოდნმ–ის კვლევისას, ნიმუშის კონტამინაცია ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმების მცირედმა დარღვევამაც შეიძლება სრულიად მოულოდნელი შედეგი გამოიღოს.

ინტერნეტ–დისკუსიები რამდენიმე თვე გაგრძელდა და დღეს ამის შესახებ მხოლოდ ვიწრე წრეს ეცოდინებოდა, რომ არა 2011 წლის აგვისტოში, iGenea-ს მიერ გაკეთებული განცხადება. iGenea, დნმ ტესტირების შვეიცარული კომერციული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს საკუთარი წარმომავლობის დადგენას სთავაზობს. უკანასკნელ პერიოდში მან საგრძნობლად დათმო საკუთარი პოზიციები, ვინაიდან ვერ გაუძლო მზარდ კონკურენციას ამერიკული კომპანიების მხრიდან, რომლებიც ანალოგიურ პროდუქტს უფრო ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობენ კლიენტებს. სავარაუდოდ, ეს იყო მიზეზი, რომ კლიენტების მოსაზიდად ტუტანხამონთან „ნათესაობის“ დადგენა გამოეყენებინათ.

კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ეგვიპტელი ფარაონის ჰაპლოტიპის მოპოვება და კლიენტებს, ტესტის შეძენის შემთხვევაში, შესაძლოა აღმოაჩნდეთ მასთან ნათესაური კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ჰაპლოჯგუფი R1b1a2 და ე.წ. „ატლანტური მოდალური ჰაპლოტიპი“ დასავლეთ ევროპელი მამაკაცების თითქმის ნახევარს გააჩნია, ეს კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლა იყო. რაც შეეხება ჰაპლოტიპის „მოპოვებას“, მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იგივე, Discovery–ს გადაცემაში გასული კადრებიდან ამოღებული ინფორმაციაა.

ამ ჯერად, ეს ინფორმაცია ფართოდ გაშუქდა მასმედიის სხვადასხვა გამოცემაში. ამას, ტუტანხამონის დნმ–ის მკვლევართა ჯგუფიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარსტენ პუშმა, რომელიც კვლევის ერთ–ერთი თანაავტორი იყო, კომპანიის ქმედებას უპასუხისმგებლო და არამეცნიერული უწოდა. მისი თქმით iGenea-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესააბამება და რომ კომპანიის წარმომადგენლები კვლევის ავტორებს არ დაკავშირებიან.

რა კავშირშია ეს ყველაფერი კავკასიასთან? iGenea-ს „ტუტანხამონის დნმ პროექტის“ გვერდზე წერია, რომ ჰაპლოჯგუფი R1b1a2 დაახლოებით 9 500 წლის წინ, შავიზღვისპირეთში წარმოიშვა. iGenea-ს დირექტორმა, რომან შოლცმა ინტერვიუში განცხადა, რომ კომპანიის აზრით R1b1a2 კავკასიის ტერიტორიაზე გაჩნდა. ამას მოჰყვა რუსულ გაზეთში „Аргументы и Факты” გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „Тутанхамон оказался “лицом кавказской национальности”, რომლის ავტორის მდიდარი ფანტაზიის მიხედვით, „ტუტანხამონის წინაპრები შესაძლოა ქართველები, ოსები, დაღესტანელები ან სულაც, ჩეჩნები ყოფილიყვნენ.“

იმის მიუხედავად, რომ R1b1a2 ასაკი და წარმოშობის ადგილი ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი, რიგი მეცნიერები მართლაც იხრებიან იმ აზრისკენ, რომ მისი ევროპისკენ გავრცელება დასავლეთ აზიიდან უნდა მომხდარიყო. „დასავლეთ აზიაში“ კავკასიაც მოიაზრება, მაგრამ არსებული მონეცემბით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი წარმოშობის ადგილი კავკასია ყოფილიყო. საქართველოში R1b სიხშირე 9% არ აღემატება, ჩრდილოეთ კავკასიაშიც 4%–მდე მერყეობს. ჯერ–ჯერობით რეგიონში, არც ე.წ. „ატლანტური მოდალური ჰაპლოტიპი“, რომელსაც iGenea ტუტანხამონს მიაწერს, დაფიქსირებული არ ყოფილა.

Haplogroup_R1b_World

ამასთან, R1b-ს ბევრად დიდი სიხშირე და მრავალფეროვნება ანატოლიის ტერიტორიაზეა. სომხებში მისი სიხშირე ~30%, ხოლო თურქებში ~15% აღწევს. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ან ტუტანხამონი ან დასავლეთ ევროპელების ნახევარი სომხები არიან. R1b1a2 წარმოშობის დროს (~13 500 წლის წინ) არც ერთი თანამედროვე ერი არ არსებობდა.


რაც შეეხება ნაპოლეონის Y ჰაპლოჯგუფს, იგი ნამდვილად იქნა დადგენილი 2011 წელს ჩატარებული კვლევის მეშვეობით . ანალიზის შედეგად, გაირკვა, რომ ნაპოლეონი მიეკუთვნებოდა E1b1b1c1*–M34 ჰაპლოჯგუფს. თავად ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ჰაპლოჯგუფი დაბალი სიხშირით გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში (კერძოდ, სიცილიაში 6.6% სიხშირით), ხოლო ყველაზე მაღალ კონცენტრაციას ეთიოპიასა და ახლო აღმოსავლეთში აღწევს. ნაშრომში ერთხელაც არ არის ნახსენები საქართველო ან კავკასია.

ამის მიუხედავად, 2012 წლის იანვარში, გაზეთში „ლე ფიგარო“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „დნმ–ის თანახმად, ნაპოლეონის წინაპრები წარმოშობით კავკასიიდან იყვნენ“, რომელშიც, თითქოსდა ხდება კვლევის ავტორის, ჟერარ ლუკოტის ციტირება. თუკი მან ნამდვილად გააკეთა აღნიშნული განცხადება, გაურკვევლია, თუ რა კონტექსტში მოხდა ეს და რატომ არ ჰპოვა ამ ფაქტმა მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში ასახვა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰაპლოჯგუფი E1b1b აფრიკული წარმოშობისაა (1, 2), ხოლო მისი ერთ–ერთი შტო, რომელსაც ნაპოლეონი მიეკუთვნებოდა, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არის გავრცელებული. კავკასიაში E1b1b1c1* (123+, M34+)–ის ერთეული შემთხვევებია ცნობილი (ხოლო საქართველოში – არც ერთი) და მას ვერანაირად ვერ ჩავთვლით რეგიონის ავტოქტონად.

Haplogroup_E
„ლე ფიგარო“–ზე დაყრდნობით, აღნიშული ინფორმაცია რუსულმა პრესამ გაავრცელა, რის შემდეგადაც დაიწყო ნაპოლეონის ქართველად შერაცხვა უკვე ქართული მას–მედიის საშუალებების მიერ.

სამწუხაროა, რომ ქართველი ჟურნალისტიების უმრავლესობა მზად არის ნებისმიერი „სენსაციური“ ინფორმაცია გაავრცელოს, მისი გადამოწმების გარეშე. აგრეთვე, სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ბრმად ენდობა ამ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ფანტასტიკურ თეორიებს თხზავს. ამ დროს კი, ქართველების გენეტიკა კვლავ ერთ–ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილია, ჩვენი მეზობლისგან განსხვავებით.

9 კომენტარი

  1. Mikola1960 says:

    Respect !!!

  2. davidtsin says:

    უთუოდ საინტერესო სტატია, მაგრამ მართალი გითხრათ ცოტა არ იყოს უცნაური, ანუ როგორც ვხდები, ამხელა სტატია დაიწერა მხოლოდ იმის გასაქარწყლებლად რომ ტუტანხამონის და ნაპოლეონის გენეტიკური წარმომავლობა არაფრის დიდებით არ შეიძლება იყოს კავკასიურიო… არადა, სწორედ თვით სტატიაშია ნათქვამი რომ ეს (რა თქმა უნდა კვლევებით მიღებული!) შედეგი თეორიაო და ჯერ არ არის სრულად დადგენილიო, თუმცა ეს თეორია ფაქტობრივად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ერთერთმა ყველაზე ავტორიტეტიანმა გენეტიკოსთა ჯგუფმა, ვისაც როგორც ჩანს ქართველი გენეტიკოსები არ ეთანხმებიან რატომღაც (ხოლო თუ რატომ არ ეთანხმებიან არ მოჰყავთ ამისთვის არანაერი ფაქტობრივი დასაფუთება) … და, როგორც სტატიაშივეა აღნიშნული, ამ გენეტიკური ხაზის წარმოშობა თუ არ არის ჯერ ზუსტად დადგენილი (რაც პირადად ჩემი აზრით დადგენილია! და ესე უნდა იყოს მეც ვეთანხმები!) მაშინ ვინ რა იცის ან როგორ უნდა იმსჯელო არის თუ არა კავკასიიდან ეს ხაზი? (ეს რომ დანამდვილებით უარყო, ხომ უნდა ფაქტობრივად შეისწავლო, თქვა რატომ არის სეუძლებელი და რატომ არის მცდარი, საერთაშორისო გენეტიკოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ ფაქტობრივად მიღებული შედეგების ასეთი ინტერპრეტაცია? ჩემი აზრით სტატიის ავტორი თუ თვლის რომ შოლცის საერთაშორისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები არასწორია, მაშინ უნდა დაასაბუთოთ ფაქტობრივად და არა პირადი სიმფატია ანთიპატიის მეშვეობით ამ კვლევის შინაარსისადმი – რაც ჩემთვის საინტერესო თემაა (რადგან მე პირადად ვეთანხმები, როგორც შოლცს, ასევე სხვა (ამერიკელი და ინგლისელი) მეცნიერების აზრს კავკასიური წარმომავლობის შესახებ. ისე ინფორმაციისთვის ვიტყვი რომ iGenea – დღესაც ითვლება ერთერთ წამყვან, ავტორიტეტულ ლაბორატორიად მსოფლიოში. და ბოლოს, კავასიური წარმომავლობის შესახებ შოლცის- ის ჯგუფის გარდა სხვა უცხოელ გეტენიკოსებსაც ააქვთ თავისი მოსაზრება გამოთქმული რომლებიც კვლევებს ეყრდნობა. ხოლო რუსულმა მას მედიამ ეს ინფორმაციები წამოიღო უცხოური მას მედიიდან, მათ შორის სამეცნიერო ლიტერატურიდან და Diskovery-ს და NG -ის საინფორმაციო ფილმებიდან და მხოლოდ იმიტომ რომ სწორედ რომ გაეფერმკთალებინა და აბუჩად აეგდო უცხოელების კვლევა და კავკასიური წარმომავლობები – რაც რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას არ აწყობს და რასაც რუსეთის ФСБ-სამეცნიერო განყოფილება ყოველთვის თვალს ადევნებდა და ადევნებს (რუსეთის ოფიციალური გენეტიკაც თვლის რომ კავკასია ,,დიდი არაფერი რეგიონი” არ იყო ცივილიზაციების და სესაბამისად ხალხების ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით!… ხოლო რაც შეეხება ალიაქოთს, ალიაქოთი ატყდა მხოლოდ საქართველოში (და სწორედ რუსეთში!) სადაც გენეტიკური კვლევები მხოლოდ ეხლა დაიწყეს და ძალზე დაბალ დონეზეა განვითარებული და აქაური (და რუსეთის ბევრი, მაგრამ არა რამოდენიმე მაღალი პროფესიონალი!) გენეტიკოსებისთვის რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო და არის რომ რომელიმე გენეტიკური ხაზი წარმოშობილიყო კავკასიაში – მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს მეცნიერებაში კავკასია (და მიმდებარე ტერიტორია) ყოველთვის განიხილებოდა და განიხილება ერთ ერთ მთავარ რეგიონად სადაც ,,ჩნდებოდა” სხვადასხვა გენეტიკური ხაზები რომლებიც შემდგომ ვრცელდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში – ევროპისკენ და აზიისკენ. პატივისცემით…
    აი ერთ ერთი გადაცემა ამ თემაზე / https://www.youtube.com/watch?v=VKorJjyL2WQ

    • Jemal Gogitidze says:

      სწორედ თვით სტატიაშია ნათქვამი რომ ეს (რა თქმა უნდა კვლევებით მიღებული!) შედეგი თეორიაო და ჯერ არ არის სრულად დადგენილიო

      მსგავსი არაფერი წერია სტატიაში. 2010 წელს, ზაჰი ჰავასის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში თეორიული არაფერია. კონკრეტული ამოცანებია დასმული და შედეგები მიღებული.

      თუმცა ეს თეორია ფაქტობრივად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ერთერთმა ყველაზე ავტორიტეტიანმა გენეტიკოსთა ჯგუფმა

      მიღებული მონაცემები ზემოხსენებული კვლევის გარდა არსად არ არის. კვლევა უფასოდ არის ხელმისაწვდომი, გაეცანით და თავადაც დარწმუნდებით რომ ტუტანხამონის წარმომავლობაზე, მის ჰაპლოჯგუფზე მანდ არაფერია ნათქვამი. არც ისეთი მონაცემებია მოყვანილი, რითაც შეიძლება ამის დადგენა, ანუ საინტერპრეტაციო არაფერია. ტელევიზორში გასული 3 წამიანი კადრიდან ამოკითხული ციფრებით რაღაცის მტკიცება მკითხაობაა და მეტი არაფერი.

      ამ “ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან გენეტიკოსთა ჯგუფს” იმდენჯერ იმეორებთ, რომ უთუოდ გეცოდინებათ ვინ შედის ამ ჯგუფში და რომელი მნიშვნელოანი კვლევები აქვთ გამოქვეყნებული ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში. ცნობისთვის, შოლცის სახელი მხოლოდ კომერციულ კომპანია iGenea-ს უკავშირდება. მისი სახელით გამოქვეყნებული არც-ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ არსებობს.

      როგორც სტატიაშივეა აღნიშნული, ამ გენეტიკური ხაზის წარმოშობა თუ არ არის ჯერ ზუსტად დადგენილი (რაც პირადად ჩემი აზრით დადგენილია! და ესე უნდა იყოს მეც ვეთანხმები!) მაშინ ვინ რა იცის ან როგორ უნდა იმსჯელო არის თუ არა კავკასიიდან ეს ხაზი?

      თავადვე გაეცით პასუხი. თუ არ არის დადგენილი, როგორ შეიძლება ამტკიცებდე რომ კავკასიურია? და ზოგადადაც, არა პრესის ფურცლებს, არამედ ჰაპლოჯგუფ R1b-სადმი მიძღვნილ სამეცნიერო ნაშრომებს თუ გაეცნობით, თავადაც მიხვდებით რომ მიზერულია იმის შანსი R1b1a2 კავკასიაში გაჩენილიყო.

      მე პირადად ვეთანხმები, როგორც შოლცს, ასევე სხვა (ამერიკელი და ინგლისელი) მეცნიერების აზრს კავკასიური წარმომავლობის შესახებ.

      როგორც ჩანს ჩვენზე უკეთ ერკვევით ამ საკითხში და შესაბამისი ინფორმაციაც გაქვთ, რაკი ამას ამტკიცებთ. ამიტომ ძალიან დაგვავალებთ თუ გვეტყვით იმ სხვა (ამერიკელი და ინგლისელი) მეცნიერების სახელებს და მათი ნაშრომების სახელწოდებებს სადაც ტუტანხამონის და/ან R1b1a2 ჰაპლოჯგუფის კავკასიურ წარმომავლობას ამტკიცებენ.

      ისე ინფორმაციისთვის ვიტყვი რომ iGenea – დღესაც ითვლება ერთერთ წამყვან, ავტორიტეტულ ლაბორატორიად მსოფლიოში

      🙂 მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ ლაბორატორია არ უდრის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. ეს არის ერთ-ერთი მრავალი ლაბორატორიათაგანი, რომელიც გენეტიკური ტესტირების კომერციულ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს და არ ეწევა არანაირ სამეცნიერო საქმიანობას.

      ხოლო რაც შეეხება ალიაქოთს, ალიაქოთი ატყდა მხოლოდ საქართველოში (და სწორედ რუსეთში!)

      აქაც ცდებით. ალიაქოთი “დასავლეთში” ატყდა თუ ატყდა. ჩვენი ფსევდოისტორიის ქომაგების სულიერი ძმები დღემდე სიხარულით გაჰყვირიან, რომ ეგვიპტური ცივილიზაცია თეთრი-ქერა-ცისფერთვალება ინდოევროპელების შექმნილია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ R1b1a2-ს დასავლეთ ევროპის მამაკაცების უმეტესობა მიეკუთვნება. თქვენს მიერ მოყვანილი ვიდეოც მაგ სულისკვეთებისაა, თუ ვერ შეამჩნიეთ.

      ისე, ცნობისთვის, მაგ “გადაცემის” ვიდეო ამ არხმა შექმნა – https://www.youtube.com/user/tolerancethroughknow/videos
      გადახედეთ სხვა ვიდეოებსაც – “ილუმინატების საიდუმლო კოსმოსური პროგრამა”, “პალეოლითური გოლიათები ამერიკაში”, “ნორდიკული უცხოპლანეტელები და ჰიტლერის მფრინავი თეფშების პროგრამა”, იგივე რიგში დგას ეს ვიდეოც.

      რომ შევაჯამოთ – ტუტანხამონის ქართული/კავკასიური წარმოშობის თემა ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ტელეგადაცემაში გასული 3 წამიანი, გაურკვევლი წარმოშობის კადრის კომერციული კომპანიის მიერ “ინტერპრეტაციას”. ამასთან დაკავშირებით არანაირი სამეცნიერო კვლევა არ გამოქვეყნებულა. ტუტანხამონის დნმ თავდაპირველი (და ერთადერთი) კვლევის ავტორებმა ამ ყველაფრის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.

      Sapienti sat. თუ ვინმე შეთქმულებების თეორეიების მომხრეა და ბრმად სჯერა რაღაცეების, იმას მაინც ვერ გადაარწმუნებ.

  3. davidtsin says:

    რა სეთქმულება ბ-ნო 🙂 მე პირადად ვეთანხმები უცხოელების მრავალწლიანი კვლევების სედეგებს და მათ ინტეპრეტაციებს რასაც ასევე ეთანხმება მრავალი მეცნიერი – ყველაფერი მარტივად არის… სამწუხაროდ ტქვენი პასუხიდან ჩანს რომ თქვენ საერთოდ სხვა რამეზე საუბრობთ მე სხვაზე – ალთასა და ბალთას ვართ და ვგონებ ამ მომენტში აზრი აღარ ააქვს საუბრის გარძელებას, იმედია სხვა დროს მოგვეცემა ეს, მითუმეტეს რამოდენიმე თვეში კავკასიის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გენეტიკური კვლევა გამოქვეყნდება ამჯერად გერმანელების და მერე იმედია საშუალება მოგვეცემა რომ ვისაუბროთ უფრო დაწვრილებით…

    • davidtsin says:

      რა შეთქმულება ბ-ნო ? მე პირადად ვეთანხმები უცხოელების მრავალწლიანი კვლევების სედეგებს და მათ ინტეპრეტაციებს რასაც ასევე ეთანხმება მრავალი მეცნიერი – ყველაფერი მარტივად არის… სამწუხაროდ ტქვენი პასუხიდან ჩანს რომ თქვენ საერთოდ სხვა რამეზე საუბრობთ მე სხვაზე – ალთასა და ბალთას ვართ და ვგონებ ამ მომენტში აზრი აღარ ააქვს საუბრის გარძელებას, იმედია სხვა დროს მოგვეცემა ეს, მითუმეტეს რამოდენიმე თვეში კავკასიის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გენეტიკური კვლევა გამოქვეყნდება ამჯერად გერმანელების (სადაც უძველესი კავკასიის რეგიონი კვლავ მნიშვნელოვანი გენეტიკური პოზიზიით ფიგურირებს) და მერე იმედია საშუალება მოგვეცემა რომ ვისაუბროთ უფრო დაწვრილებით…

      • Jemal Gogitidze says:

        მე პირადად ვეთანხმები უცხოელების მრავალწლიანი კვლევების სედეგებს და მათ ინტეპრეტაციებს რასაც ასევე ეთანხმება მრავალი მეცნიერი – ყველაფერი მარტივად არის

        ჰოდა მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ტუტანხამონის “კავკასიელობის” ან ზოგადად მისი მამობრივი ხაზის თემა არა “უცხოელების მრავალწლიანი კვლევების” ნაყოფი, არამედ ერთი, კომერციული ლაბორატორიის (და არა სამეცნიერო დაწესებულების!) ტელევიზიით გასული 3-წამიანი კადრის თავისუფალი ინტერპრეტაციის შედეგია. თუ თქვენ იცით, რომ ამ სფეროს რომელიმე ცნობილი მეცნიერი (შოლცი ასეთი არ გახლავთ, თავად iGeneas საიტის თანახმად, იგი იურისტია, რომლის ჰობიც არის გენეალოგია) საპირისპიროს ამტკიცებს, ან თუ გინახავთ ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული, ამ თემისადმი მიძღვნილი კვლევა (ზაჰი ჰავასის ჯგუფის კვლევის გარდა) – ჩვენც გაგვიზიარეთ.

        მითუმეტეს რამოდენიმე თვეში კავკასიის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გენეტიკური კვლევა გამოქვეყნდება ამჯერად გერმანელების (სადაც უძველესი კავკასიის რეგიონი კვლავ მნიშვნელოვანი გენეტიკური პოზიზიით ფიგურირებს)

        ძალიან კარგი. ისე, 2015 წ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევა გამოქვეყნდა როგორც კავკასიის, ისე ევრაზიის პოპულაციების გენეტიკისთვის – Upper Palaeolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians (რომლის ქართულად მიმოხილვას იმედია მალე დავდებთ საიტზე), სადაც მართლაც მსოფლიო დონის მეცნიერებმა გაშიფრეს ორი უძველესი (13 000 და 10 000 წლის) გენომი საქართველოდან, და სადაც გამოჩნდა ერთის მხრივ თანამედროვე ქართველების მათთან უშუალო ნათესაობა, და მეორეს მხრივ, თანამედროვე ევრპელებში ე.წ. “კავკასიური მონადირე-შემგროვებლების” კომპონენტის არსებობა. მაგრამ გამოქვეყნების შემდეგ დ. ლორთქიფანიძესთან 1-2 ზოგადი სახის ინტერვიუს თუ არ ჩავთვლით, ჩვენთან ამას ფაქტიურად არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია და დღეს აღარავის ახსოვს. ტუტანხამონის ქართველობაზე კი ლამის ყოველ კვირა მხვდება სტატიები და სტატუსები ფეისბუქზე.

  4. davidtsin says:

    ჯერესერთი ბ-ნო ტქვენს მიერ მოტანილი ფრაზა ,,ვინაიდან ჰაპლოჯგუფი R1b1a2 და ე.წ. „ატლანტური მოდალური ჰაპლოტიპი“ დასავლეთ ევროპელი მამაკაცების თითქმის ნახევარს გააჩნია, ეს კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლა იყო…’ სრული აბსურდია უცხოეთის სამეცნიერო სისტემისთვის სადაც ბიუჯეტიდან ფინანსდება მეცნიერება, მათ სორის გენეტიკა და ეს საზოგადოებამ რომ გაიგოს მარკეტინგული სვლებია და კომერცია ხვალვე მარტო დაფინანსება კი არ სეუწყდებათ ამ ტქბვენი გაგებით ,,ბიზნეს-მეცნიერებს”, არამედ სამეცნიერო ხარისხებსაც დაკარგავენ… ასევე შვეიცარიაში და ყველა სერიოზულ სამეცნიერო სტრუქტირაში და სვეიცარია ითვლება ერთ ერთ მოწინავედ ეცპოპაში… მაგრამ ეხლა კიდევ ერთ ტემას შევეხები და ინფორმაციას მოგაწვდით რომელიც დარწმუნებული ვარ უკვე ჯერ ცუდ გუნებაზე დაგაყენებთ და მერე ალბათ იგივეს იტყვით რომ სუსტი მეცნიერების მიერ არის ჩატარებული ეს თითქმის 10 წლიანი კვლევები ინდოეტში, რომელსაც ამერიკელები და სწორედ თქვენი ათვალისწუნებული სვეიცარელები აფინანსეფდნენ და მათ გარდა ამ კვლევაში მონაწილეობას ირებდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაც…

    საუბარი კი არის ინდოეთის მოსახლეობის გენეტიკურ კვლევებზერომლებიც ჩატარდა მთელი ინდოეთის მაშტაბით და ასევე ცალკე ცაუტარდათ კასტების ელიტის წარმომადგენლებს… და კვლევებით აღმოჩნდა რომ ინდეეთის კასტების წარმომადგენლების გენეტიკური წარმომავლობა ასევე უკავშირდება კავკასიის რეგიონს აქ წარმოიშვა გენეტიკური ხაზი და აქედან გავრცელდა (პრინციპში ისევე როგორც ეს ფარაონების სემტვევაში) ადგილობრივი მოსახლეობაში ინდოეთშიც არ არის ეს კავკასიური გენეტიკური ხაზი (ძალზე მცირე რაოდენობიტ0 ეს კვლევები რომ დასრულდა და მეცნიერებმა მოითხოვეს გაგრძელება ამ კვლევების რუსეთის მეცნიერებათა აკადემია რატომღაც წინააღდგეგი წასულა და კვლევვები შეწყდა – ამ ინფორმაციას მე გაძლევთ უშუალოდ პირველი ხელიდან რუსეთის წარმომადგენელი ერთ ერთი წამყვანი მეცნიერი გენეტიკის დარგში ჩემი ,,მეგობარია” (წარმოსობით კავკასიიდან) ის მესაუბრა და დარდობდა რომ ეს კვლევები ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ეტაპზე შეწყვიტა რუსეთის აკადემიამო… ეხლა მიპასუხეთ ვერ ხედავტ აქ ვერანაერ ლოგიკას რომ ინდური კასტებიც რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში მაქსიმალურად ,,ინახავდნენ გენეტიკურ სიწმინდეს” და ფარაონების სემტვევაშიც რაღაც საინტერესო ლოგიკასთან გვაქვს საქმე? ნაპოლეონის წარმპშობა კი იყო სარდინიიდან და მეცნიერების მიერ დიდი ხანია დადასტურებულია რომ სარდიანიის პირველი მოსახლეები იყვნენ სინო-კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხი და ანთროპოლოგიურად კავკასიელები (კავკასიის რეგიონიდან?) რა არის აქ გასაკვირი? მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ უარყობთ ეხლა ინდოეთის კასეტების შესავლის კვლევის სედეგებს, რომლებიც ამერიკის მხარემ ჩაათარა ამერიკაში 9ლიტერატურა არსებობს ინგლისურ ენაზე) საინტერესოა მათაც დაადანაშაულებთ პიარ სვლებში და საზოგადოებისგან მალულად მარგეტინგული შედეგების დადებაში?

    • davidtsin says:

      ჯერესერთი ამ სტატიაში ქმოტანილი ფრაზა რომ ,,ვინაიდან ჰაპლოჯგუფი R1b1a2 და ე.წ. „ატლანტური მოდალური ჰაპლოტიპი“ დასავლეთ ევროპელი მამაკაცების თითქმის ნახევარს გააჩნია, ეს კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლა იყო…’ სრული აბსურდია, რადგან უცხოეთის სამეცნიერო სისტემისთვის სადაც ბიუჯეტიდან ფინანსდება მეცნიერება, მათ შორის გენეტიკა და ეს საზოგადოებამ რომ გაიგოს მარკეტინგული სვლებია და კომერციაა ხვალვე მარტო დაფინანსებაკი არ შეუწყდებათ ასტატიის ავტორის გაგებით ,,ბიზნეს-მეცნიერებს”, არამედ სამეცნიერო ხარისხებსაც დაკარგავენ… ასევე შვეიცარიაში და ყველა სერიოზულ სამეცნიერო სტრუქტირაში და შვეიცარია ითვლება ერთ ერთ მოწინავედ ეცპოპაში… მაგრამ ეხლა კიდევ ერთ თემას შევეხები და ინფორმაციას მოგაწვდით -კავკასიის გენეტიკის დამკნინებელ და კავკასიის გენეტიკური მნიშვნელობის მოწინაარდეგე ხალხს – ფაქტს რომელსაც გაგაქცნობთ დარწმუნებული ვარ უკვე ცუდ გუნებაზე დაგაყენებთ და მერე ალბათ იგივეს იტყვით რომ სუსტი მეცნიერების მიერ არის ჩატარებული ეს თითქმის 10 წლიანი კვლევები ინდოეთშიო, რომლებსაც ამერიკელები აფინანსებდნენ (და მაში სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ ასევე სწორედ თქვენი ათვალისწუნებული შვეიცარელებიც, მათ გარდა ლკი ამ კვლევაში მონაწილეობას იღებდა აგრეთვე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაც…
      საუბარი არის ინდოეთის მოსახლეობის გენეტიკურ კვლევებზე, რომლებიც ჩატარდა მთელი ინდოეთის მაშტაბით და ასევე ცალკე ჩაუტარდათ კასტების ელიტის წარმომადგენლებს… და კვლევებით აღმოჩნდა რომ ინდოეთის კასტების წარმომადგენლების გენეტიკური წარმომავლობა ასევე უკავშირდება კავკასიის რეგიონს აქ წარმოიშვა უმაღლესი კასტების წარმომადგენლების გენეტიკური ხაზი და აქედან გავრცელდა (პრინციპში ისევე როგორც ეს ფარაონების შემთვევაშია, ამას იმიტომ ვამბობ რომ ალბათ იცით კასტური ელიტა რას ნიშნავდა ინდოეტში – კასტა ითვლებოდა უშუალოდ რმერთის წარმომავალ ხალხად და სხვა ხალხს ადამიანადაც არ ცნობდნენ კასტების წარმომადგენლები ისევე როგორც ეს იყო ფარაონების სემთხვევაში!) ადგილობრივი მოსახლეობაში ინდოეთშიც არ არის ეს კავკასიური გენეტიკური ხაზი (მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობით) ეს მრავალმილიონიანი კვლევები რომ დასრულდა და მეცნიერებმა მოითხოვეს ამ საინტერესო კვლევების გარძელება რუსეთის მეცნიერებათა აკადემია რატომღაც წინააღდგეგი წასულა და კვლევვები შეწყდა – ამ ინფორმაციას მე გაძლევთ უშუალოდ პირველი ხელიდან რუსეთის წარმომადგენელი ერთ ერთი წამყვანი მეცნიერი გენეტიკის დარგში ჩემი ,,მეგობარია” (წარმოშობით კავკასიიდან) ის მესაუბრა და დარდობდა რომ ეს კვლევები ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ეტაპზე შეწყვიტა რუსეთის აკადემიამო… ეხლა მიპასუხეთ ვერ ხედავთ აქ ვერანაერ ლოგიკას რომ ინდური კასტებიც რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში მაქსიმალურად ,,ინახავდნენ გენეტიკურ სიწმინდეს” და ფარაონების შემტვევაშიც რაღაც საინტერესო ლოგიკასთან გვაქვს საქმე? ნაპოლეონის წარმოშობა კი იყო სარდინიიდან და მეცნიერების მიერ დიდი ხანია დადასტურებულია რომ სარდიანიის პირველადი მოსახლეები იყვნენ სინო-კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხი და ანთროპოლოგიურად კავკასიელები (კავკასიის რეგიონიდან?) რა არის აქ გასაკვირი? მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ უარყობთ ეხლა ინდოეთის კასეტების კვლევის ფაქტობრივ შედეგებს, რომლებიც ამერიკის მხარემ ჩაატარა ამერიკაში (ლიტერატურა არსებობს ინგლისურ ენაზე) საინტერესოა მათაც დაადანაშაულებთ პიარ სვლებში და ბიუჯეტისგან მალულად მარგეტინგული შედეგების დადებაში?

      • Jemal Gogitidze says:

        სრული აბსურდია, რადგან უცხოეთის სამეცნიერო სისტემისთვის სადაც ბიუჯეტიდან ფინანსდება მეცნიერება, მათ შორის გენეტიკა და ეს საზოგადოებამ რომ გაიგოს მარკეტინგული სვლებია და კომერციაა ხვალვე მარტო დაფინანსებაკი არ შეუწყდებათ ასტატიის ავტორის გაგებით ,,ბიზნეს-მეცნიერებს”, არამედ სამეცნიერო ხარისხებსაც დაკარგავენ

        სამეცნიერო სისტემა რა შუაშია? iGenea –კომერციული– კომპანიაა, ისევე როგორც Family Tree DNA, 23andme, Ancestry და სხვ. იგი არც-ერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. ასე რომ შოლცს იურისტის სამეცნიერო ხარისხს არავინ ჩამოართმევს 🙂

        ინდოეთის მოსახლეობის (როგორც მაღალი კასტების ისე დრავიდული მოსახლეობის) კავკასიასთან გენეტიკური კავშირების არსებობა არახალია ძველია.

        ეხლა მიპასუხეთ ვერ ხედავთ აქ ვერანაერ ლოგიკას რომ ინდური კასტებიც რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში მაქსიმალურად ,,ინახავდნენ გენეტიკურ სიწმინდეს” და ფარაონების შემტვევაშიც რაღაც საინტერესო ლოგიკასთან გვაქვს საქმე?

        სამწუხაროდ ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას. მითუმეტეს რომ ტუტანხამონის მამობრივი ხაზი იმ ერთადერთ სამეცნიერო კვლევაში, რომელიც დღემდე გამოქვეყნდა, დადგენილი არ არის. თუ ფარაონებზე მიდგა საუბარი, აგერ 2012 წელს ჩატარდა რამზეს III მუმიის გენეტიკური კვლევა. ოფიციალურად გამოქვეყნდა მისი ჰაპლოტიპი, ავტორების მიერვე განესაზღვრა ჰაპლოჯგუფი. იგი E1b1a აღმოჩნდა და ეს ლოგიკაშიც ჯდება და ვერც ვერავინ გამოთქვავს ეჭვს, რადგან ყველა მონაცემი ავტორიტეტული მეცნიერების მიერ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა – http://www.bmj.com/content/345/bmj.e8268

        ნაპოლეონის წარმოშობა კი იყო სარდინიიდან და მეცნიერების მიერ დიდი ხანია დადასტურებულია რომ სარდიანიის პირველადი მოსახლეები იყვნენ სინო-კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხი და ანთროპოლოგიურად კავკასიელები (კავკასიის რეგიონიდან?) რა არის აქ გასაკვირი?

        რომც დავუშვათ რომ ეს მართლაც ასეა, ამ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ნაპოლეონის Y-დნმ ჰაპლოჯგუფზე. რომელიც დადგინდა რომ არის E1b და რომელიც ვერანაირად ვერ იქნება კავკასიური.

        მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ უარყობთ ეხლა ინდოეთის კასეტების კვლევის ფაქტობრივ შედეგებს

        თუკი მეტყვით კონკრეტულად რომელ კვლევას გულისხმობთ (დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა), უფრო კონკრეტულად გიპასუხებთ.

  5. Your comment is awaiting moderation.

    […] – პროექტის მონაცემთა ბაზა ამ ეტაპზე პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხის სამასამდე წარმომადგენლის გენეტიკური ანალიზის შედეგს მოიცავს. სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პროექტის მესვეურთა აქტიურობით საზოგადოებაში ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ბუნებრივია, რაც მეტია მონაცემი, მით უფრო სრულყოფილი იქნება ჩვენი ერის ეთნოგენეზის საერთო სურათი. ძველი ნაშთების გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველობა კავკასიაში მოსახლე უძველესი პოპულაციების მემკვიდრეა. მეტსაც გეტყვით, ამ კვლევის შედეგების დღევანდელი ქართველების მონაცემებთან შედარებით გაირკვა, რომ მრავალი მათგანი მამისეული და დედისეული ხაზებით 7-12 ათასი წლის წინ მცხოვრები არქაული კავკასიელების პირდაპირი შთამომავალია. სავარაუდოდ, ჩვენში ჩანს სკვითების და ელინების გენეტიკური კვალიც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხს ძველი ნაშთების დნმ ანალიზი გაარკვევს, რომლის შედეგსაც ახლო მომავალში ველით. ტესტირებულ ქართველებს, ძირითადად, შემდეგი ჰაპლოჯგუფები ახასიათებთ: G2a1a1a, G2a2b, J2a*, J2a3b, J1*, I2c, L1b, R1b1a2, R1a1, E1b1b1a1. – „და გვაქვს უნიკალური შემთხვევა, არის ჰაპლოჯგუფი, რომლიც მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლებს აქვთ. ეს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გვარი ბაგრატიონია. მათი ნათესავი მსოფლიოში ჯერჯერობით არავინ ჩანს“… – ამბობთ თქვენ. არადა, სომხებს რას ეტყოდით, ყველაფერს რომ იჩემებენ, ბაგრატიონებს არანაირი კავშირი არ აქვთ სომხებთან? – ბაგრატიონებს იშვიათი ჰაპლოჯგუფის არქაული ქვეჯგუფი აღმოაჩნდათ – Q1a3*, რომელიც ჩვენს რეგიონში მხოლოდ მათ აქვთ (ტესტირებული ქართველებიდან, სომხებიდან თუ ოსებიდან მსგავსი ჰაპლოჯგუფის მქონე ჯერ კიდევ არავინ გამოჩენილა) და მონაცემთა საერთაშორისო ბაზაშიც უახლოესი „ნათესავებისგან“ მრავალი ათასი წელი აშორებთ. უნდა აღინიშნოს, რომ სომეხი ბაგრატუნებიც, მათივე ისტორიული წყაროების მიხედვით, ირანული წარმომავლობის უნდა ყოფილიყვნენ. – თქვენ ოსები ახსენეთ, რომ ბაგრატიონებს არანაირი კავშირი არ აქვთ ოსებთან… – დავით სოსლანის შთამომავალ ბაგრატიონებს არანაირი კავშირი არ აქვთ ოსებთან, რამდენიმე ასეული ოსია გამოკვლეული მათი ყველა საგვარეულოდან და თემიდან და ერთსაც კი არ აღმოაჩნდა ეს ჰაპლოჯგუფი. მათ შორის არც ცარაზონებსაც, რომლებიც გადმოცემით ოსთა სამეფო საგვარეულოა. – გადაწყდება ეს საკითხი? ანუ ბაგრატიონები მოსულები არიან კავკასიაში? შეძლებს გენეტიკური ანალიზი მათი წარმომავლობის დადგენას? – რა თქმა უნდა, ეს საკითხი უეჭველად გაირკვევა ახლო მომავალში. ამისათვის საჭირო იქნება ბაგრატიონების იგრეკ ქრომოსომის ღრმა ტესტირება (ე.წ. Big Y ტესტი) და სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მცხოვრები კავკასიელების ნაშთების პალეო-დნმ ანალიზი. ნაშთებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ევროპულ კვლევით ცენტრში და შედეგებს მომავალი წლიდან უნდა ველოდოთ. ასევე აუცილებელი იქნება ლაშა გიორგიმდელი ბაგრატიონებისა და სომეხი ბაგრატუნების ნაშთების გენეტიკური შესწავლა. ბაგრატიონები რომ კავკასიაში მოსულები არიან, ეს ისტორიული წყაროებითა თუ გადმოცემებითაც ცნობილია და საგვარეულოს დღევანდელ წარმომადგენელთა ტესტის შედეგიც ცხადყოფს. ახლა მთავარია გაირკვეს, თუ საიდან… – საინტერესოა, ამდენი დამპყრობლის თავდასხმა გადავიტანეთ – არაბების, სპარსების, თურქების, მონღოლების… რატომ არ ჩანს მათი კვალი? – ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ ამის საფუძველი ძველი ქართველების პიროვნულ თვისებებში უნდა ვეძიოთ, ნამუსის სიწმიდის შებღალვისას თავს რომ არ იცოცხლდებდნენ ხოლმე. არსებობს გარკვეული ბიოლოგიური მომენტებიც. – რამდენიმე წლის წინ ტუტანხამონის დნმ–ით გაირკვა, რომ იგი კავკასიელია. არის ვარაუდი, რომ ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი დაახლოებით 9 ათასი წლის წინ, კავკასიაში ცხოვრობდა. შემდეგ კი მისი პირდაპირი შთამომავლობა ევროპაში გაიფანტა. მერე ზოგიერთმა მათგანმა ეგვიპტემდე მიაღწია და ფარაონი გახდა… – სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია, რომელიც შვეიცარიული კომპანიის მარკეტინგული აქციის ნაწილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ტუტანხამონის იგრეკ დნმ არ არის ცნობილი, ვინაიდან ეგვიპტური მხარე უარს ამბობს მის გასაჯაროებაზე (სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო). თავად ის R1b1a2 ჰაპლოჯგუფიც, რომელიც, თითქოსდა, ფარაონს ჰქონდა, არ წარმოშობილა კავკასიაში, ამიტომ ეს “სენსაცია” თავიდან ბოლომდე პიარმენეჯერთა ფანტაზიის ნაყოფია. ამ თემის დეტალურ განხილვას ჯემალ გოგიტიძის სტატიაში, მკითხველს ქართული გენეტიკური პროექტის ვებგვერდზე შეუძლია გაეცნოს: http://geodna.ge/tutankhamun/ – საბრძოლო ხელოვნებით ხართ გატაცებული და კემპო–კარატეს ეუფლებით, დიდი წარმატებითაც… ჯილდოებიც გაქვთ მიღებული. რატომ მაინცდამაინც კემპო კარატე? და მეორე – ერთ ადრინდელ ინტერვიუში წერთ: „კარატე და სხვა საბრძოლო ხელოვნებები სპორტი არ არის, სპორტის არსია შეჯიბრება, საბრძოლო ხელოვნებისა კი – მოწინააღმდეგის განადგურების სწრაფი და ეფექტური ხერხებისა და მეთოდების დაუფლება“… აქვე სოკრატეს მაგალითი მოგყავთ, როცა ათენს სჭირდებოდა, იღებდა ფარ–შუბს და ლაშქარს უერთდებოდაო… როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს ქართველებში ეს ფსიქოლოგია, მეომრული, მებრძოლი სული, რასაც გულისხმობთ თქვენ? […]

Leave a Reply